შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წვიმის წვეთები

წვიმის წვეთები მესმის სიზმარში
აწვიმს ბალახს აწვიმს ქალაქს
წვიმის წვეთებს ვუმხელ სიმზრებს
განა მე ვწერ ! რაღაც მაწერინებს

რა დავარქვა მე ამ ძალას
იქნებ მუზა, ანდაც ღმერთი
თუ კი მამა-შენი შეიცანი
ნიშნავს გახდი თავად ღმერთი

ღმერთო რად მაწამე
მე ხომ ისევ დავტიროდი შენ წამებას
რატომ,რატომ გამაწვალე
შენ ხომ მხოლოდ სიყვარული დამავალე

მაგრამ ერთი ციდა ტვირთი
მე ხომ გოლგოთამდე ვერა ვზიდე
იმის მერე დამრჩა ფიქრი
რომ მე სასუფეველს დავეშორე

იქნებ გავხდე თავად მკვლელი
ანდაც მალამო კაცის გადამრჩენი
ახლა მივხვდი ყველა გზაა შენი
მხოლოდ მმართებს გავაკეთო არჩევანი ჩემი
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →