შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ცის ქვეყანა

არ მყოლია მეფე !
არ მყოლია ბატონი
მუდამ ცაში მოლივლივე
ქვეყნიდან ვართ მარტონი
ერთი ჩვენ და
მერმე ხევსურეთსა
შინა არის სოფელ ხევსა
თურმე მაშინ არ ჰყოლია
მტერი მზაკრი ჩვენ გორებსა
ტრაქტორიდან - ტრაქტორამდე
გადაჭიმულ მთელ ამ მდელოს
მებადურნი ჩვენ გახლავაართ
მკვიდრნიც მიწას სანაქებოს
აღმოსავლის კარიიბჭეებს
მდგრადად იცავს ჩვენი ჯარი,
დავიბადე მე ქიზიყში
და ვატარე უბატონოს
ნიშან ჯვარი
გვეძახოდნენ ცისკრის ვარსკვლავს , ხანაც უფლის მოსვლის სახლსაც ,
ჩვენთან განისვენებს წმინდა ნინო ,
თავადა ვსვავთ წმინდა წყალსაც
და ლამაზია ალაზნის ველი
შემოდგომას კი მიწაზე ნამი,
სუ სხვა ჰაერი
სულ სხვა შეგრძნება,
თითქოს იფიქრებ ჩერდება წამი
მტერს მოსულსა ჩვენს მიწაზე
შიში იტანთ მძრწოლიარე ,
გადაგვიჭრეს ვაზი ღვინის,
ეგონათ რომ დაგვამრცხეს ,
თურმე ვსვავდით ელექსირსა ,
ასე ვჯობდით მტრების გმირსაც,
და ვერავინ ვერ წაგვართვეს
მიწა კახეთს შენაბერსა !
თუ ვერ იხილე თამარის თავად დედოფლის ციხე ,
თავად დედოფლის-წყარო
ქიზიყის ძველი სავანე ,
ქალაქი სიყვარულისა ,
სადაც მუდამ ღიაა კარი,
აბა გამოიცანი, ქალაქი გალავნიანი,
ეს სიღნაღია , ქალაქი შარაფიანი
სიმამაცით ჩვენი ხალხი
ტოლს არ უგდებს ძველ მეომრებს ,
თუ კი ვინმემ აჰყო ხმალი
ხმლისა ტარი მტრისა სისხლით შეღებილა
რას არ ნახავ ამ ქიზიყში,
საქართველოს აღმოსავლეთს ,
ჩვენთან სხვაგავარ დღე თენდება
ყოველ დილა მზე გვადგება ,
ყოველ ღამე დაღამება
ჩვენს ხალხს გულზე ებჯინება,
საქართველოს კუნჭულს აქვე,
ბატონი არ ევლინება ,
ნურც შენ მოხვალ ცუდი ძრახვით , ალმაცერი მზერის მსგავსი,
ჩვენ მიგიღებთ საქართველოს ,
ერთიანს და არა ცალკეს
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →