ჩანაწერი
Laravel
დადუმდნენ კლდენი
დიდი ხანია დადუმდნენ კლდენი
და ამოივსო მათი ნაპრალნი
უშედეგოა განვლილი დღენი
და იშლებიან ვით თოვლის ფერფლნი
სდუმან შორს მთებში მყინვარწვერები
ქათქათა თოვლით შეღებილები
საწყალნი ელიან მორიგ მოლაშქრეს
დაყრუვდნენ ახოვნად აზიდულები
მათ კი იციან თვით საიდუმლო
გზები ცისა და გზები მიწისა
მხოლოდ შემორჩათ ეს ნაზი სიო
ხანაც უხეში ბრაზი და ექო
ისევ ყვირიან ტყესთან კლდეები
თავს აფარებენ ცისა წვეროებს
და მუდამ მათი ექოველები
ესმის ბარსაც და ესმის წყაროებს
აღარ სტუმრობენ არც აბრაგები
ყველამ დაიდო ბინა ველებზე
მაგრამ კი უყვართ ის ძველი წლები
მრავალი ჯიხვი რომ დიოდა მხრებზე
და ამოივსო მათი ნაპრალნი
უშედეგოა განვლილი დღენი
და იშლებიან ვით თოვლის ფერფლნი
სდუმან შორს მთებში მყინვარწვერები
ქათქათა თოვლით შეღებილები
საწყალნი ელიან მორიგ მოლაშქრეს
დაყრუვდნენ ახოვნად აზიდულები
მათ კი იციან თვით საიდუმლო
გზები ცისა და გზები მიწისა
მხოლოდ შემორჩათ ეს ნაზი სიო
ხანაც უხეში ბრაზი და ექო
ისევ ყვირიან ტყესთან კლდეები
თავს აფარებენ ცისა წვეროებს
და მუდამ მათი ექოველები
ესმის ბარსაც და ესმის წყაროებს
აღარ სტუმრობენ არც აბრაგები
ყველამ დაიდო ბინა ველებზე
მაგრამ კი უყვართ ის ძველი წლები
მრავალი ჯიხვი რომ დიოდა მხრებზე
Laravel
კომენტარი
0