შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ბედმა მზაკვარმა

ასე ინება ბედმა მზაკვარმა
ზოგს მისცა ფული , ზოგსაც დიდება,
და ჩვენ დაგვტოვა გულგამოფხეკილნი
რომ ჩვენს სატახტოს მუზამ იმეფა ,

ვეღარ გათენდა პოეტებისთვის
ვით სილამაზე ზღაპრისა ბოლო,
ასე ინება ბედმა მზაკვარმა
მოგვცა სევდა და ნიჭი უბადლო,

ამბობენ გიჟია , გიჟი , ქუჩის კაცია
მოხეტიალე ბარბაცა ლოთია ,
ასე ამბობდნენ გალაკტიონზეც
კარგი ლექსი აქ მაგრამ რო ლოთია,

სასმელში ჩამწვარი მრავალი სტროფია,
ლექსისა წერა რო მარტივი როდია,
ასე ინება ბედმა მზაკვარმა ,
რომ ჩვენ გვემღერა ლექსები
ვით ექსორია ,

შორეულ ცაზე ნამღერი ლექსები
რომ ირეკება ნამქერის მსგავსად ,
და ჩვენ ჩაგვესმის მწარე ნოტები
ბულბულის ნამღერი ნელა და ნაზად

ვით მოშხამული თასის სიმურტლე ,
რომელშიც ტკბილ რძეს უდია ბინა ,
ასე ინება ბედმა მზაკვარმა
დამარქვა პოეტი და მითხრა
-მეტი რა გინდა?

ამბობენ სიმდიდრე ნამდვილი ოქროა ,
მე კიდე ვფიქრობ ოქროც რო ცოდოა ,
მანაც ხომ იცის ჩვენი სიმდიდრე ,
რომ ჩვენში ადგილი გრძნობისა უფროა

განა რთულია ლექსისა წერა?
და მარტოობის უსაზღვრო შიში,
ასე ინება ბედმა მზაკვარმა ,
ჩვენივე სიკვდილი ჩვენივე ჭირში
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →