შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

თუ იანვარს დაიბადე.

ლუკა გურული 1 წლის წინ
ჩემი ხმა იანვარია,
ხმა, წარსული და მომავალი.
იქ, თვალთ მენახა სიბნელე,
და მზე მოჩანდა ამომავალი.

მაშინ სად ვნახე ზამთარი,
ყურშიც მიცინის სიცივე,
რომ გავჩნდი არვინ მახალა,
-რად ტირი შვილო, იცინე.

ალბათ საცინრად მქონია საქმე,
ექვს იანვარსაც ბევრი ვიცინე,
ალბათ ბედია, რომ დამებედა
იანვარი და სიცივე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →