შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

''სიზმარი,,

ბროწეულის ბაღში იყო
მახსოვს ერთი გოგონა,
გვირილებით თმა დაწვნილი
შემიყვარდა მეგონა.

სილამაზით და სიბრაზით
სულ ყველაზე მაგარი,
გულსაც ისე გატკენინებს
წყენაში არ ყავს ბადალი.

მისი გამოხედვა არის
სინაზე და სიწმინდე,
მე კი როცა შემომხედა
ცოდვისგან განვიწმინდე.

ბროწეულის ბაღში იყო
მახსოვს ერთი გოგონა,
ნეტა არ გამღვიძებოდა
მე ხომ ცხადი მეგონა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →