შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

"მაპატიეთ,,

მაპატიეთ ჩემი თრობა
ვერ განვეწყვე თავთან კარგად,
მერე როცა მოვფხიზლდები
სათნოება იყოს მარად.

მაპატიეთ ჩემი სიტყვა
რომ დაგწყვიტეთ სულის გული,
და თუ მართლა მაპატიებთ
სულ იქნება ჟრიამული.

მაპატიეთ ჩემი ქცევა
უხამსი და მოდებილო,
კარგად ქცევა რომ მდომოდა
ვიქნებოდი ჩიპოლინო.

მაპატიეთ ყველაფერი
დაივიწყეთ წყენა ყველა,
მე თავს აღარ მოგაბეზრებთ
ვიმღეროთ! ვო რე რა, რე რა...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →