შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მომაგონდება

ზღვის ტალღები პლიაჟს სცემენ
წვიმის თქეში მიწას ლახავს
ლურჯ ფერს იღებს პეიზაჟი
და შენს ხმასავით ფიქრში მმარხავს,

მახსენდება შენი მზერა
შენი თმის ქარში ცეკვა,
შენი ნაზი გამოხედვით
როგორ იქმნა ჩემი ვნება,
ალისფერი ტუჩის კვალით
აღმოაჩენ იმ ყოველ ხინჯს,
რაც შენს ხილვამ დამავიწყა,
ცვლადი არის ხასიათი
მაგრამ შენთან მუდამ მინდა,
ფერად ცვლადი თვალებისგან
ვერ მიხსნია მე გონება,
შენი თბილი ჩახუტებით ისევ აალდება ვნება,

შენ გაზაფხულს თან მოჰყვები,
ტიტას ტყუპად გიხსენებდი,
მახსენდება ცივ ღამეებს
ერთად როგორ ვათენებდით
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →