შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ხმა ბანკეტის

ახალ დამდგარ თბილ ჰაერში
ვარსკვლავ ქვეშ და მთვარეს ხელში,
დააქვს ნიავს ხმა ბანკეტის
ხმა მუსიკის, ხშირი ცეკვის,

მოცეკვავე ნიავი სწევს
ვარდებ შორის ფერად კაბებს,
ვარდებ შორის ნიავი სდევს
კაბით მორთულ კაცთა ბაფტებს,

მოჰქრი ქარო და მიპოვე
მომტირალე ალუბალ ქვეშ,
მოჰქრი ქარო და მიამბე
ჩემს კაბასთან სხვა ბაფტაზე,

აწ დამადეგ თავზედ სულო
უძლევარო ქარიშხალო
დამანგრიე თავზედ ვნება
და ღებე შავად დღენი ჩემი,
მოუგებე შენსა ტყვესა
და შემსწირე შავ ყორანთან,
მაგალითად უმოქმედის.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →