შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წვიმს და დღეები გარბიან ისევ

ლუკა ბულია 1 წლის წინ
წვიმს და დღეები გარბიან ისევ,
ახლა ამინდებს ვინღა მისჩივის,
გული ყოველგვარ სინანულს იტევს
და ძველ სიყვარულის ისევ მისტირის.

ახლა დღეები გარბიან ობლად,
ყველგან დაგეძებ და აღარსადხარ,
თითქოს დადიხარ შენ ჩემს მახლობლად
თვალებით გეძებ მაგრამ არჩანხარ.

სადღაც ქალაქებს ვესტუმრე ღამით,
იქ სადაც შენი ლანდი დარბოდა
შენი სურნელი ვიგრძენი წამით
ქარს რომ ქალაქ და ქალაქ დაჰქონდა.

სადღაც ღმერთებსაც ვეჩხუბე წუხელ,
რომ ვერ შევძელი შენთან დარჩენა,
მე საიდუმლოს ვარსკვლავებს ვუმხელ
რადგან ასე მსურს დღეს გადარჩენა.

არც გადაჩვევას არააქვს აზრი,
დავლევ და ქუჩებს მოვივლი ისევ,
მე სანთელივით იმ ღამეს ჩავქრი
და მაინც რამდენ სიყვარულს ვიტევ.

დღეს ზუსტად ისე დაღამდა
როგორც,
გუშინ, ქუჩაშიც ცივი ქარია
რომ აღარ მყავდი ეგ იყო მხოლოდ,
რომ მომენატრე თანაც ძალიან.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →