შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ვირჩევ გზებს რომლებიც ტაძრამდე მიმიყვანს

ლუკა ბულია 1 წლის წინ
ქარი ქრის თბილისის ნაწვიმარ ქუჩებში,
ვირჩევ გზებს, რომლებიც ტაძრამდე მიმიყვანს.
არვიცი უფალი, როდემდე დამიცავს,
მე ასე უღმერთოს და ვითომ ქრისტიანს.

როდესაც ლოცვები მაშრება ყელშივე,
უფალთან ჩემივე სიტყვებით ვსაუბრობ,
ვატყუებ, დღეიდან ვიქნები მორწმუნე
და ღმერთის სიყვარულს ყველაფერს დავუთმობ.

ავანთებ მეც ჩემ წილ, სანთლებს შენს ტაძარში,
ყველა ხატს ვედრებით შევთხოვ, რომ შემინდოს,
თორემ დღეს ეშმაკი შავი და ურწმუნო,
ცდილობს რომ მახვილი ბოლომდე შემისოს.

თორემ დღეს უფლისკენ სავალ გზებს ვშორდები,
და ჩემში ეშმაკის დემონი ბატონობს,
მაგრამ ის რწმენა, რომ დამიცავ უფალო
არ ცდილობს სხეული უშენოდ დატოვოს

ქარი ქრის თბილისის ნაწვიმარ ქუჩებში,
და ხელებს აღვაპყრობ ვედრებით ზეცისკენ,
უფალო მაჩვენე ის გზები რომლებიც
ის გზები რომლებიც წამიყვანს ტაძრისკენ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →