შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

აი, კვლავ ისევ მოგელის გული

ლუკა ბულია 1 წლის წინ
აი, კვლავ ისევ მოგელის გული,
აი ჩემს თვალზე ისევ ცრემლია,
მხოლოდ მას შემდეგ რაც შენ დაგგკარგე,
მივხვდი რამდენი რამე შემშლია.

შენ ასე ღვთიურს, არა მიწიერს,
ადამიანურ ბორკილს გადებდი,
ყველა კამათის, მიზეზს გარქმევდი,
გსაყვედურობდი და გაბრალებდი.

რომ არ გიყვარდი, მაგრამ მერწმუნე,
ახლა კი ვხვდები როგორ გიყვარდი,
მხოლოდ იმიტომ, რომ არ გამეშვი,
შენს ღვთიურობას გულში იკლავდი.

მაგრამ მოგბეზრდა ბოლოს ამდენი,
მიწიერება და შენც გაფრინდი,
მე იდიოტმა ვერ გიპატრონე,
მაშინ დაგკარგე, როცა ამიხდი...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →