შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სულ ეს...

დროებამ ბრძოლა მარგუნა -
გათენებიდან ცისკრამდე,
მე, სულ ესა ვარ, რაცა ვარ,
მხოლოდ ის მინდა - გიყვარდე.
რაც გამაჩნია, შევძელი
მხოლოდ ნიჭით და გონებით,
შრომაც მომწონდა, გართობაც
არ მიხვეჭია ქონება.
ასეთი მინდა გიყვარდე.
თუმცა, სულ ეს ვარ, რაცა ვარ, -
ცხოვრებამ ბრძოლაზე უკეთ
შენზე ოცნება მასწავლა.
შენთან მოვყავარ ყველა გზას
მზე გამინათებს, თუ მთვარე.
სულ ხელისგულზე გატარებ,
ღიმილით თუ გამახარებ.
როგორც არ უნდა მიჭირდეს,
ცივ ნიავს არ მოგაკარებ.
ეს პირობა რომ გამართლდეს,
გულს დარდით ნუ გამიგმირავ.
თუ სიყვარულით გამათბობ,
მეც წელში გავიმართები,
გამარჯვებულსაც მიხილავ.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=93778

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →