შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

წვეთში დასანახი

ცის გზას დავეძებ:
ბალახში
დილას ვპოულობ ძლივს,
სხივი რომ აუციმციმებს
ანკარა ნამის მძივს.
შემეფეთება ფურცლები
ღამის ცასავით მუქი,
ხასხასა ოქროს გულიდან
მზის მომანათებს შუქი.
თითქოს ჭოგრიტად ქცეულმა,
ზეცისკენ გაჭრა სარკმელი -
აღმოაჩინო რთულია,
იოლი არის სათქმელად.
სრულყოფილ სიმშვენიერის
არომატს გვჩუქნის ია
ჩვენსავით ისიც სამყაროს
ასლი და ნაწილია.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=91326

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →