შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ფერადი ლექსი

სახელს მარტივად არქმევენ ფერებს:
იისფერია
ფურცლები იის,
ვარდისფერს ჰქვია
სახელი ვარდის.
მშვენიერია
ამბორი დილის,
თუ ღამეს შენი სურნელი ასდის.
ცას ფერი არ აქვს -
ცისფერი მხოლოდ
სიღრმის ფერია.
შენი ფერია
გრილი ნიავი, უდაბნოს სიცხე,
უნაპირო ზღვის მღელვარე სივრცე.
გაღიმებული გიმზერ და გისმენ -
როგორც მჩვევია
თავდავიწყებით მიყვარხარ ისევ,
ბედნიერი ვარ.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=92969

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →