შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ელე-ნენეს კეთილი სურვილებით

გოგოა და...
შვენის სიტყვა _,,სიფრიფანა,,
გაიზრდება,
მოიხდინოს _,,აშოლტილი,,
შეხედავ და
არის სიტყვა _,,სიკისკასე,,
გაზაფხული _
სააპრილოდ გაფოთლილი,
ძმას უნდა რომ, _ გული ქონდეს მადლიანი.
იცინოდეს,
თვალში სხივი უნათებდეს,
მამას უნდა:
კოხტა იყოს,
ჯანმრთელი და აზრიანი,
ბედს ეწიოს,
ცხოვრებაში უმართლებდეს.
ბიჭს უყვარდეს,
გულიანს და შეუპოვარს.
ჯიგრიანად,
ხელის გულზე ატარებდეს.
მზედ დახვდეს და,
მთვარედ დასვას,
ნათელ ცაზე,
ვარსკვლავებად
შემოისხან პატარები.
დედას უნდა.
რა და..…
დედა ენაცვალოს,
ეს ფიქრები, კარგად მახსოვს, რას მოება...
გოგოა და
გაიზარდოს დიდი ქალი,
შეხედონ და...
გავდეს სიტყვას _,,სათნოება,,.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=7697

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →