შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ზამთრისპირი

დილაა. ცივა.
პატარა ჩიტი ზის ღობეზე.
სკვინჩა.
უყურებ. ჩუმად ხარ.
ღიმილი გიჩანს.
სათქმელად არც ღირს,
ცხადია რომ - რაღაც დამთავრდა.
საკვირველია:
შენს შემოხედვას
აღარ ვპასუხობ გულისფეთებით.
რა უცნაურად იცი ხოლმე,
თავის დახრა და...
ჩემს აუხდენელ ოცნებებში
შემოხეტება.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=20128

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →