შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ჩემი მეგობარი ძილი

როცა, ვერ ვერევი დარდებს,
მწარეს, ვერ ავიტან ტკივილს
ჩემ დასახმარებლად მოდის
ძილი, მეგობარი ტკბილი.

იქვე ჩამოჯდება ახლოს,
ჩუმად მომიხურავს კარებს,
შემოკეცილ საბნით მათბობს,
როცა,ქარი ღმუის გარეთ.

ძილში ადვილია ყოფა,
დროც ისე იოლად მიქრის
ძილში ადვილია პოვნა,
ვისაც მოინატრებს ფიქრი.

ძილში არაფერი მიჭირს
იქაც ისევ მივლის დედა,
ძილში ადვილია ლხენა,
მასთან,
წარსულად რომ ვთვლიდი.
მასთან, ვისაც ვეღარ ვხედავ,
ძილში შემიძლია ისიც -
რასაც ცხადში ვეღარ ვბედავ -

ძილში შემიძლია ცეკვა.
ძილში შემიძლია ფრენაც,
ცაც გადამეშლება თბილი,
აი, ასე ზრუნავს ჩემზე
ჩემი მეგობარი ძილი.


დღეს, ძილის დაკარგვის შიში,
გულში ეკლად აღარ მესობა -
მარადიულიც, ახლოა, ვიცი, -
ძილი - მისი უდიდებულესობა.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=101822

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →