შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ერთი სულელური სიყვარულის ამბავი

შენ,
დაბრუნდები
ამ გაზაფხულზეც.
შინ,
უბატონო კატასავით
სულ ზამთრის პირზე
მიიჩქარი და
ვინ გამიბედავს
რომ შემეკითხოს
რად დაბრუნდაო?
ან სად წავიდა?
არავის ქვეყნად
არ ეკითხება
ბედნიერება ჩვენი
ან დარდი.
არც ის ამბავი მე,
ასეთ გიჟმაჟს,
შარახვეტია
რად შემიყვარდი.
დამიბრუნდები,
როდესაც მიწა
გამოიღვიძებს
ზამთრის ძილიდან
ვერ დამივიწყებ,
მომხედე, მიცან,
შექმნილი შენი
ნეკნების ძვლიდან.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=101988

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →