შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მურია

წუხელ თურმე მურიას
ბურთი დაუგლეჯია,
მურა ხვდება, რომ ბავშვებს
მასზე დიდი ეჭვი აქვთ.

სინანულით გაწითლდა,
ჩამოუშვა ყურია,
პატიება ითხოვა-
შერიგება სწყურია.

ეუბნება ვედრებით,
ბაჩანა და გოგიას:
„ბურთი თამაშ-თამაშით
ჩუმად შემომეხია“.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →