შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ირემი

ტყეში ვიხილე ირემი,
გადმოხვეწილი მთებიდან.
მდინარის პირას იდგა და
თავს იწონებდა რქებითა.

აღტაცებული ვუმზერდი
მაღალი მთების ბინადარს,
მან ცივი წყალი დალია
და სადღაც გაუჩინარდა.

მშვიდობით გევლოს ირემო,
დამთმენო მრავალ ჭირისა,
ვერ დაგეწიოს მგლის ხროვა,
ვერც ტყვია მონადირისა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →