შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სოკო

გვალვიანი თვე დადგა,
ტყეში სიცხემ იმატა.
დედა სოკომ საშველად
ზეცას თხოვნით მიმართა:

,,ჩვენ არ ვიცით ღრუბლებმა
რომელ მხარეს იმგზავრეს,
მოაბრუნე ჩვენსკენ და
წვიმა გამოგვიგზავნე.

თორემ ხახა გაგვიშრა
და დაგვიჭკნა ტანია,
ჩვენ, სოკოებს უწყლობა
ვეღარ აგვიტანია".

მალე ღრუბლის სამეფოს
ქარმა მიუკაკუნა....
ზეცამ თხოვნა ისმინა,
ჩამოუშვა შხაპუნა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →