შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ზღარბი

არაფერი არ ესმოდა
ნიკოს ცოდვა-მადლისა,
ნახა ზღარბი მსხალს რომ ჭამდა,
ხიდან ჩამოვარდნილსა.

აიღო და ქვა ესროლა,
არ შეყოვნდა წამითაც,
გადარჩა და გულმოსული,
ზღარბი სხვაგან წავიდა.

მაგის მერე არე-მარეს
გველი შემოეჩვია,
თურმე ზღარბის ეშინოდა
ნიკოს ახლა ეჭვი აქვს.

ზღარბი დევნის გველებსა და
ებრძვის მამაკაცურად.
ვისაც ჰკითხა ეს ამბავი,
ყველამ დაუდასტურა.

რაც არ უნდა მოინდომოს,
ვერას აკლებს ვერაგი.
გველზე უფრო საშიშია
ზღარბი ქაცვის პერანგით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →