შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

საუცხოო მარგალიტი

გადღეგრძელებ, მე მსურს მუდამ
შენი გული ხარობდეს,
მამა ღმერთი, სულიწმინდა
და იესო გწყალობდეს.

ძვირფასი ხარ სულის ქნარო,
მწადს რითმები გავთალო,
გაზაფხულის შემადარო,
ენძელების დაქალო.

სამოთხიდან ანგელოზად
ჩემთვის გადმოგზავნილო,
სიკეთით და მადლით სავსე
მარად ტურფა ყვავილო.

მინდა წყენის, ორგულობის
ყველა კარი დავრაზო,
მთელ სამყაროს მირჩევნიხარ
ჩემი გულის ალმასო.

ამ უბრალო სტრიქონებით
შენ რომ გამკობ მე ვღელავ,
საუცხოო მარგალიტო,
სიყვარულის ემბლემავ.

დაე, შენი ლხენა წუთში
სამოცჯერვე დგებოდეს,
ოცნებები რაც გაქვს გულში
ყველა აგსრულებოდეს.

ჩემი აწმყო, მომავალი
შენს ღიმილზე ავაგე,
მუდამ გვერდით გეყოლები
ღმერთზე მოლაპარაკე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →