შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ალბათ შემიყვარებს

ალბათ შენც ოდესმე ვინმე გყვარებია
გამაგიჟებლად და ცალმხრივად,
გული მასზე ფიქრით გაგიხარებია,
ტანჯვა გაგყოლია აჩრდილად.

ალბათ დაგიკარგავს მასთან სიახლოვე,
ღამეს შეხვედრიხარ მტირალი,
ღმერთთან წრფელი ლოცვით შვება მოიპოვე,
გახდი სასწაულის მზირალი.

ალბათ ყველაფერი მის თავს გახსენებდა,
თეთრად მოელვარე ღრუბელი,
სული გამალებით ყველგან დაეძებდა
მისი რომ შეგეგრძნო სურნელი.

ალბათ სიცოცხლეზე მეტად აფასებდი,
მონატრების ცრემლებს ფარავდი,
ჯერ არ ჩახუტებულს ზეცად ამაღლებდი,
გონშიც არ გაგევლო ღალატი.

ალბათ დაიბრუნე, მაგრამ შეგეშინდა
მისთვის გაგემხილა გრძნობები,
უპასუხობაზე ფიქრი სევდას გგვრიდა,
რიდით გაუგზავნე სტროფები.

ალბათ ვერც კი მიხვდა მასზე საუბრობდი,
რადგან მეგობარი გიწოდა,
თითქმის საუკუნე სათქმელს გაურბოდი,
ანდა ყველაფერი იცოდა.

ალბათ შეგიყვარებს, თუმცა შენი გრძნობა
მარადიულია, გაცოცხლებს!
წმინდა სიყვარულით ღმერთი შეიცნობა,
იგი ღრმა ჭრილობებს ახორცებს.

ახლა მას მივმართავ, ჩემთვის აისობდი
ეშმაკს ბნელი გზით რომ მივყავდი,
ისე შეგიცანი, როცა არ გიცნობდი
მაშინც სიგიჟემდე მიყვარდი!

ლადო ქურთუბაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →