ჩანაწერი
Laravel
მივდივარ
აივნებს უტევენ ქარები, ფანჯრებს კი სიმშვიდე ატყვიათ,
თავს ვიკლავ მე როგორც პოეტი, მეც ვუერთდები შავ წყვიადს.
კვლავ ვცდილობ შევნიღბო გრძნობები, რადგან მივდივარ შენიდან…
-მე პოეზიის რა გითხრა, წვლილს სიკვდილში თუ შევიტან.
მტოვებენ ამ ღამით ფიქრებიც…
(როგორც შენ მტოვებ ფიქრებთან).
ცრემლებით ყელამდე ვივსები
(წავიღებ სულ ცოტას იმ ქვეყნად).
ვიგონებ ყველაფერს ერთბაშად, -ზეციდან დამყურებს ტაბიძე.
და სწყევლის იმ დღეებს სიბრაზით,
სიკვდილზე ფიქრი რომ დავიწყეთ

კომენტარი
0