ჩანაწერი
Laravel
სიკვდილი ერთ წამში
ახლა შეცდომებს ეჩვევი მეტად,
გადასცდი საზღვრებს, იკიდებ ტვირთებს,
ცდილობ ტალღებში გაცურო მკვირცხლად,
მაგრამ წყლის შიში ფსკერისკენ გითრევს.
ახლა სიკვდილი ახლოა მეტად, უჰაერობა გივლის და იცი...
როგორც იტყოდი მეხის ვარდნისას, დღეს სხივების ქვეშ, გატეხე ფიცი.
-ახლა ამ შეტევებს უფრო ებრძვი, თუ იმას, რომ იცი ვერ გადარჩები?!
თუ ამ უფსკრულში ჩაუშვებ ეჭვებს, მაშინ იცოდე, შენც გადაყვები.
გული რომ ჩერდება ის უფრო გაფრთხობს, უჰაერობა რომ გუდავს ფილტვებს,
თუ შენ ის უფრო გიფითრებს ღაწვებს, რომ თუ გადარჩი დარჩენა გიწევს?!

კომენტარი
0