ჩანაწერი
Laravel
მძიმე ღრუბლები
ელდა ეცა მთვლად დაბზარულ გონებას,
შეეგება ღამის მწუხრი დაისს.
ვზივარ ასე უჰაერო სივრცეში,
ვიცი, ძილი აღარ მოვა მაინც.
მგონი ახლა უფრო მძიმედ ვაბიჯებ,
უფრო მძიმედ სუნთქავს ჰაერს ფილტვები.
ნეტავ ასე რამდენ ღამეს გავლევ, ან...
ნეტავ როსმე უკეთესად ვიქნები?
მოდის ფიქრი, შავი, მძიმე ღრუბლებით,
მოდის შტორმი უსაშველო ღამის.
ვზივარ ასე მორჩილად და მივყვები,
ვიცი ძილი აღარ მოვა მაინც.
ლიზი გიორგაძე
შეეგება ღამის მწუხრი დაისს.
ვზივარ ასე უჰაერო სივრცეში,
ვიცი, ძილი აღარ მოვა მაინც.
მგონი ახლა უფრო მძიმედ ვაბიჯებ,
უფრო მძიმედ სუნთქავს ჰაერს ფილტვები.
ნეტავ ასე რამდენ ღამეს გავლევ, ან...
ნეტავ როსმე უკეთესად ვიქნები?
მოდის ფიქრი, შავი, მძიმე ღრუბლებით,
მოდის შტორმი უსაშველო ღამის.
ვზივარ ასე მორჩილად და მივყვები,
ვიცი ძილი აღარ მოვა მაინც.
ლიზი გიორგაძე
Laravel
კომენტარი
0