ჩანაწერი
Laravel
რა მარტივია დაინახო რომ დააკვირდე
რა მარტივია დაინახო, რომ დააკვირდე,
ადამიანი დილიდანვე რამდენჯერ კვდება...
ახლა სანთლები ანათებენ სულის სიბნელეს
და რწმენა ღმერთის, როგორც შენი - მალევე ქრება.
დილით შფოთვები მაღვიძებენ მეც ეს დღეები,
და ჩემზე ადრე სევდა ახელს ნისლიან თვალებს.
კაცობრიობა ერთ ოთახში გამოვიკეტეთ
და აღარასდროს გაგვიღებენ მგონია კარებს.
ჩვენ ერთი სევდა, ერთი დარდი გვქონია ყველას
და მაინც ვერ ვგრძნობთ ისე კვდება ჩვენს შორის ხალხი.
რა მარტივია დაინახო, რომ დააკვირდე,
დღეში რამდენჯერ შეიძლება რომ მოკვდეს კაცი.

კომენტარი
0