ჩანაწერი
Laravel
რას ელოდები
რას ელოდები არც თავად უწყი,
ბოლო იმედიც ჰკიდია ხეზე.
იხსენებ ლოცვას და წყდება აზრი,
ჭრიალებს ჭაღი გაჭვარტლულ ჭერზე.
დიალოგს გრანელთან აგრძელებ ისევ,
უკითხავ ლექსებს ჩრდილებს და მთვარეს…
რადგან “ნასტენკა” ჯერ ისევ გულს გტკენს,
ეზიარები ტაბიძის ღამეს.
:კითხულობ შენს ლექსს, ექიმს რომ უწერ
და ირონია კვლავ უტევს ხმასაც.
მერე კი დგები სარკმლის წინ სევდით
და იცი მალე მოიკლავ თავსაც.
ბოლო იმედიც ჰკიდია ხეზე.
იხსენებ ლოცვას და წყდება აზრი,
ჭრიალებს ჭაღი გაჭვარტლულ ჭერზე.
დიალოგს გრანელთან აგრძელებ ისევ,
უკითხავ ლექსებს ჩრდილებს და მთვარეს…
რადგან “ნასტენკა” ჯერ ისევ გულს გტკენს,
ეზიარები ტაბიძის ღამეს.
:კითხულობ შენს ლექსს, ექიმს რომ უწერ
და ირონია კვლავ უტევს ხმასაც.
მერე კი დგები სარკმლის წინ სევდით
და იცი მალე მოიკლავ თავსაც.
Laravel
კომენტარი
1