შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მარიამი

გულის შეტევამდე ტკივილები,
ღამე უჰაერო, მთვარიანი.
თმაში გადაწნული გვირილები,
ჩემი ლექსები და მარიამი.

ღამე, სინანული უსაშველო
ნიავს დაუკარგავს სითამამე,
შენც ხომ გგონია რომ ვუდარდელობ?
ვიცი, დამტყობია სიამაყე.

ღამე უსაშველოდ სევდიანი
გული ათასმაგად მეკუმშება.
ლექსის ქაღალდებიც ცრემლიანი,
ბედი ძველებურად მემდურება.

გულის შეტევამდე ტკივილები
ღამე სევდისფერი, მთვარიანი.
მთაში დაკრეფილი გვირილები
ლოცვა, ლექსები და მარიამი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →