შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

აქ დაბადება სასიკვდილო განაჩენია

ლიზარდ 4 წლის წინ
მე,დავიბადე ქალაქში, სადაც მეფობდნენ მგლები
და სივყარულის ფერმკრთალობამ ცა შეარყია.
ყველა ღრუბელი,ჩემი ქვეყნის თავზე მოექცა
და საქართველო, სიღატაკეს წაულეკია...
ამ ქვეყანაში,აკვანშივე გუდავენ შვილებს ...
ამ ქვეყანაში, თვითმკვლელობით ებრძვიან შიმშილს.
ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, ირჩევენ დუმილს.
ძლევვამოსილნი გვაბრმავებენ,გვირჩევენ კუმირს...
დამონებულებს განაჩენად გვისჯიან
სიკვდილს...
ბევრი ვიცადეთ, ბევრიც დავთმეთ, ვიგლოვეთ ბერი.
მაგრამ მსაჯულთა დასანახად ვერ დავგმეთ მტერი...
მე დავიბადე... ქვეყანაში მეფობდნენ მგლები.
და მორალურმა კასტრაციამ ჩაალპო ერი!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →