შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

მინდა ბავშვი ვიყო...

მინდა, ლაღი ვიყო,
ისევ, ბავშვი ვიყო...
ქარსაც გავატანო,
ყველა მოგონება...

მინდა ვკისკისებდე,
ისევ, ვხალისობდე...
და იმედი მქონდეს,
მე, ყველაზე მეტად...

ავუჯანყდე ყველას,
ვიამბოხო მეტად...
დავიბრუნო, უკან,
ის, ტკბილი ცხოვრება...

ბევრი რამ არ მახსოვს,
არც მინდა მახსოვდეს...
აბუჩად აგდების,
ის, მძიმე ცხოვრება...

ყველას კარგს ვუსურვებ,
მჩაგვრელს "თვალთ ახელას,''
მე კი, კვლავ, მსურს
"არ ნაცხოვრის'' დაბრუნება...
Laravel

კომენტარი

0 კომენტარები გამორთულია