შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დიდთოვლობის დღე

გრძელია ქუჩა, ვით მისისიპი,
ხრაშუნობს თოვლი, გზა არის სიპი.
მივდივარ, დავცქერ საათის ისრებს..
ისარი თვალთა - ფიფქებთან მიფრენს...
გუნდაობს ბალღი, ანათენს კიჭებს,
ციგაში ძაღლი შეუბამთ ბიჭებს.
მივდივარ, ვირჩევ უკვალავ ბილიკს,
რომ გადავურჩე წაქცევის ქილიკს...
ამ დილით ჩიტებს ვერ ვასწრებ სალამს...
მეწაღე მღერის ,,აი ბალამ ბალამ“-ს...
მოხუცი მხვდება: რა მძიმედ ხვნეშის!
ბეჭებზე ადგას პრობლემა შეშის...
ჩექმაზეც, მგონი, ახსნია ლანჩი...
სველი აქვს ფეხი, აციებს ტანში...
დავიწვი ცოდვით, ამტკივდა გული,
დამიფრთხა მუზა, სიამე - ნული!
როგორღა უნდა მეფიქრა ფიფქზე,
ტკივილი დადგა ლირიკის ჯიბრზე!
გავლიე ქუჩა, გრძელი რომ ჩანდა...
მიგორავს გუნდა, ვით თეთრი პანდა...
ვიგრძენი: ხეებს ზამთარი ბანდა...
და ...პაემანზე დამაგვიანდა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →