შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

პირველი თოვლი

რა საამოა ქუჩაში სიარული,
როცა ღიმილია მეგზურად,
როცა გალობაა ციდან მოარული,
როცა აეწყობი ლექსურად.

თეთრად დათოვლილი ხეების ტრფიალია
ჩემი უხმაურო ოცნება.
გარეთ დატრიალებს ფიფქთა რია-რია
ზამთრის დაბერებულ მგოსნებად.

მინდა ყველა იყოს ლაღი, მხიარული,
ვისაც მწუხარება ებურა.
რა საამოა გარეთ სიარული,
როცა ღიმილია მეგზურად!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →