შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ნოემბერი

ქარ-წვიმაში
ზოგჯერ ფიფქი გაერევა
და ნისლებში ბაცდებიან
მთა-გორები,
ცივს ცივი დღე
ტყუპისცალად მიებმება
და მიჰქრიან
ცის კალენდრის ვაგონები…
ნოემბერი გადაისვამს
თმაზე ხელსა,
ლეგა ქოჩორს
გაისწორებს გახელებით,
ბრძოლის დროა!
უსიტყვებოდ იტყვის მზერით
თვე კაცური,
გიორგობის სახელობის.
ხელთ უპყრია
შუბი შავად მოელვარე,
მის თვალებში
ცეცხლის ბეჭედს ტოვებს ფერი…
რბიან დღენი
და კალენდრის ლიანდაგზე
მოგზაურად
მიიჩქარის ნოემბერი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →