ჩანაწერი
Laravel
ოქტომბერი
ოქტომბრის ზვრებში ჩათავდა რთველი,
აივსო ხილით საბძელი, სხვენი,
ამაყად ფშვინავს კახელი ქვევრი,
სავსეა, რადგან, გამჩენის ხსენით.
ქვევრა-მეურმემ შეკაზმა ცხენი,
ვიწრო საურმეს აუყვა სტვენით,
თუხთუხებს ქვაბში თათარა ლხენით.
ჩუჩხელას უდის სურნელი მწველი...
სურნელსაც, თურმე ჰქონია ფერი;
ფერს კი მუსიკა, ნარნარი, მჟღერი,
შემოდგუმურა ბარაქა მღერის,
მარანიც მღერის, მობრძანდით, გელით!
აივსო ხილით საბძელი, სხვენი,
ამაყად ფშვინავს კახელი ქვევრი,
სავსეა, რადგან, გამჩენის ხსენით.
ქვევრა-მეურმემ შეკაზმა ცხენი,
ვიწრო საურმეს აუყვა სტვენით,
თუხთუხებს ქვაბში თათარა ლხენით.
ჩუჩხელას უდის სურნელი მწველი...
სურნელსაც, თურმე ჰქონია ფერი;
ფერს კი მუსიკა, ნარნარი, მჟღერი,
შემოდგუმურა ბარაქა მღერის,
მარანიც მღერის, მობრძანდით, გელით!
Laravel
კომენტარი
0