ჩანაწერი
Laravel
აგვისტო
აგვისტოს ხვატში
ჯერ არ მეფობს ყვითელი ფერი…
ჯერ არ უნთია თავფურცელში
ცეცხლი ზაფრანას…
მაინც იგრძნობა
შემოდგომის ნატიფი ხელი,
ფოთოლთა მწვანე სიგიჟმაჟე
ნაზად დამცხრალა…
მალე… სულ მალე
მზის სამოსით გარუჯულები
გადაივლიან მშობელ ზეცას
ფრინველთ კამარა…
მათ ნუ გაჰყვები,
მუზავ ფრთებთან
გამიჯნურებით,
ნუ მიმატოვებ
შემოდგომის ფერთა ამარა!..
ჯერ არ მეფობს ყვითელი ფერი…
ჯერ არ უნთია თავფურცელში
ცეცხლი ზაფრანას…
მაინც იგრძნობა
შემოდგომის ნატიფი ხელი,
ფოთოლთა მწვანე სიგიჟმაჟე
ნაზად დამცხრალა…
მალე… სულ მალე
მზის სამოსით გარუჯულები
გადაივლიან მშობელ ზეცას
ფრინველთ კამარა…
მათ ნუ გაჰყვები,
მუზავ ფრთებთან
გამიჯნურებით,
ნუ მიმატოვებ
შემოდგომის ფერთა ამარა!..
Laravel
კომენტარი
0