შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

თიბათვე

ივნისს დაებედა
პირველ-ზაფხულობა,
ტალღად ლივლივებენ
მწვანე სათიბები.
თვეთა ტახტრევანზე
სხედან ქალღმერთები,
ტყუპი ფერიები,
სახე-ნატიფები.
ცხრა ველს გადასწვდება,
ნაზად ეფინება,
მათი სამოსელი -
სურნელ-ფარდაგები...
მუზავ, კარში გამო!
სხივში აენთები!
ჩრდილში ნუ დადგები
ბადაგ-ქადაგებით!
გამო, მზეში გამო!
ეხსენ მაგ ხვიარებს!
მზეს ვინც იზიარებს,
ცეცხლიც იმისია!
გრძნობა განახლების
ალამს აფრიალებს,
აჰა, თიბათვეა!
ნაღდი ივნისია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →