შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

გაზაფხული სოფელში

მარცვალ-ცრემლებად ავინთე
გრძნობებით, ნასათუთებით,
წამო, სოფელში წავიდეთ,
დავლაშქროთ ჩვენი თუთები,
თან გავიყოლოთ ბალღები,
ხონჩით და კავიანებით,
დილის ცვარ-ნამის აღებით,
ცის მბრწყინავ-თვალიანებით..
გზად საიდუმლოს ამოვხსნით,
მდინარე რაზე ღიღინებს,
მინდვრის ბიბილებს დავკოცნით,
ყაყაჩოებს და გვირილებს..
წამო, წავიდეთ სოფელში,
სოფლის ლაჟვარდი მწყურია,
იქ, მთებთან სიახლოვეში,
სად მეტი გაზაფხულია!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →