ჩანაწერი
Laravel
თებერვალი
ქარებს მწყემსავს თებერვალი,
ურჩობს ფარა უფერო…
იქნებ ქარი შეაჩერო
გორასავით, ღრუბელო!..
ევედრება მწყემსი ბიჭი
ცის ცვალებად ბინადრებს,
თან მალულად ყველას დედას-
მზიურ უბეს ინატრებს…
ქარსაც ელის ბედისწერა,
დევი შთანთქავს ცალთვალა,
თბილ ბუხართან დაბრუნდება
მწყემსი ბიჭი, ცანგალა.
ურჩობს ფარა უფერო…
იქნებ ქარი შეაჩერო
გორასავით, ღრუბელო!..
ევედრება მწყემსი ბიჭი
ცის ცვალებად ბინადრებს,
თან მალულად ყველას დედას-
მზიურ უბეს ინატრებს…
ქარსაც ელის ბედისწერა,
დევი შთანთქავს ცალთვალა,
თბილ ბუხართან დაბრუნდება
მწყემსი ბიჭი, ცანგალა.
Laravel
კომენტარი
0