ჩანაწერი
Laravel
ზეცის ჰიმნი
რა დარია!
ატმის კვირტი იღიმება,
საკუთარმა სურნელებამ გადარია.
მერცხლებს სივრცე აუღიათ,
აქ არიან,
მოიცილეს უცხოობის ფარაჯები,
მზად არიან -
შემოსძახონ ზეცის ჰიმნი
რუხ ღრუბლებზე გამარჯვების!
რა დარია!
ეს მზე თითქოს ღადარია,
ბუხარ-ბუხარ აკრეფილი, შეკონილი
ათას სითბოდ, ათას დილად აკინძული,
ოქრო-სირმა შეყოლილი.
აშრიალდა ნორჩ ფოთოლთა თაიგული,
ახმიანდა ახალ ხმათა ნაკადული.
მიწის პირი ყვავილების მახარია,
ისიც უფალს შეჰღაღადებს,
რა დარია!
ატმის კვირტი იღიმება,
საკუთარმა სურნელებამ გადარია.
მერცხლებს სივრცე აუღიათ,
აქ არიან,
მოიცილეს უცხოობის ფარაჯები,
მზად არიან -
შემოსძახონ ზეცის ჰიმნი
რუხ ღრუბლებზე გამარჯვების!
რა დარია!
ეს მზე თითქოს ღადარია,
ბუხარ-ბუხარ აკრეფილი, შეკონილი
ათას სითბოდ, ათას დილად აკინძული,
ოქრო-სირმა შეყოლილი.
აშრიალდა ნორჩ ფოთოლთა თაიგული,
ახმიანდა ახალ ხმათა ნაკადული.
მიწის პირი ყვავილების მახარია,
ისიც უფალს შეჰღაღადებს,
რა დარია!
Laravel
კომენტარი
0