შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სულში ჩასახედი ლექსი

ვიცვლებით მეგობარო,
სადღაა ის ბალღობა,
თავაზიანი, ალალ- მზიანი,
თვალებციმციმა, და გულუბრყვილო..
ვიცვლებით და ჩვენს გარშემო დედამიწაც იცვლება...
და გასაკვირი ისაა, რომ ჩვენ შეცვლილი დედამიწა გვიკვირს...
კარებს გარეთ ხომ, ჩვენი არ არის, სხვისია და ...
სხვისი - ადვილი გასაკიცხია...
მოძველებულა
ბევრი წესი...
ვხედავთ ობიანს!!!
სხვისი სიმცირე,
ოოოხ, რა ადვილი
გასალანძღი და დასაგმობია!!!
გარეთ ომია,
ტიტანების ჯახი-ჯუხია...
მთაც შერყეულა...
ბარიც აღარ ბარობს...
სხვისი მადლი ათასჯერ რომ დაამდაბლე,
მაქეთ...
კარს შიგნით... სულში რა ხდება მეგობარო....(?!)
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →