შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

დრო - უდროო

დრო - უდროო,
დრო - მარადი,
დრო - უცვლელად წრიული,
ჟამი-ჟამად ქვასავარდნი,
ჟამი -ჟამად მზიური.
კაცმა სცადოს, ვერ ივაჭრებს
შესყიდვით, თუ არენდით ,
ვერ დაიპყრობს დროის საჭეს
ვერც შეცვლილი კალენდრით ...
რაც არ უნდა ღვარძლი ჩადგეს
ინშია, თუ იანში,
ღმერთი იშვა, კვლავ იშვება
დედის წმინდა წიაღში!
როცა რისი დრო დადგება,
მისი არის სამკალი;
ზოგს - გვირგვინად დაადგება
სულიწმინდის კამკამი.
ასაღები აიღება,
ცა-მარცვალა რაც არი,
დასასჯელი დაისჯება-
ანგელოზთა ჰამქარით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →