ჩანაწერი
Laravel
ქაოსის ქარში
ზოგჯერ დუმილი ოქროა მართლაც,
ზოგჯერ კი ..პირზე ბოროტი კლიტე,
სათქმელს რომ ლაღი შარაგზა სურდა,
იმ კლიტის გამო
დარდები ვკვნიტე...
ის კი, ძახილით აღვირახსნილით
აყრუებს ხალხს და
სიგიჟით კვებავს...
გათელილ გზებს კი
სულ არ ადარდებს-
ვინ რისთვის ცოცხლობს,
ვინ რისთვის კვდება......
ეს დროც - ავ დროებს
მიეწერება,
განხეთქილებით
მთა რომ დავძარით...
ქაოსში ვძებნეთ ჭეშმარიტება...
კაცი არ ჩანდა ...
არსად...მართალი!!!
ზოგჯერ კი ..პირზე ბოროტი კლიტე,
სათქმელს რომ ლაღი შარაგზა სურდა,
იმ კლიტის გამო
დარდები ვკვნიტე...
ის კი, ძახილით აღვირახსნილით
აყრუებს ხალხს და
სიგიჟით კვებავს...
გათელილ გზებს კი
სულ არ ადარდებს-
ვინ რისთვის ცოცხლობს,
ვინ რისთვის კვდება......
ეს დროც - ავ დროებს
მიეწერება,
განხეთქილებით
მთა რომ დავძარით...
ქაოსში ვძებნეთ ჭეშმარიტება...
კაცი არ ჩანდა ...
არსად...მართალი!!!
Laravel
კომენტარი
0