შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სამშობლოსი ვინა ხართ

* * *
კაცმა ფერი შეიცვალა...
ხდება, რაც არ გვინახავს...
დამენახვეთ, გენაცვალეთ,
სხივისფერი ვინა ხართ?
იმისტები...ამისტები...
ზღუდე გადაილახა...
ჩამოიქცნენ ლამის მთები...
იესოსი ვინა ხართ?
ამოზვავდა, ვინც აქცია
მადლის სარგო - სილაქად...
ბანი თავზე დაგვაქცია!
მშენებელი ვინა ხართ?
სიტყვით კლავენ, წყევით შლიან
ათაპაპის ნაშენებს...
ჯერ იმედი არ წამშლია;
აღმდგენელი მაჩვენეთ!
ვისაც ჯვარი არ მოსწყინდა
სატარებლად, ინახად,
დამენახვეთ, გამობრწყინდით,
სამშობლოსი ვინა ხართ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →