შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

შემოდგომის სულები

როგორც ვენახი, ქარვისთვალა, დამწიფდა სული,
ათასმა ქარმა მიიძინა ფოთოლქვეშ წლების
და შემოდგომის მზენაჭრელებ ფერში გასული
ნაყოფი ზეობს - გარდასულის არდავიწყების...

გრძნობათა ჩანგზე დაჭიმული მოეშვა სიმი,
იყუჩა ვნებამ და გონება დადგა სცენაზე...
ფიქრის შემჩნევა გაადვილდა, თვალში ვისიმე
და მარცვალ-მარცვალ ამოკითხვა ცხებულ ენაზე...

და მწიფე თვალი... ფერნაცვალი ღვთიურ პალიტრით,
ანკარა წყალში - სათნოების თაფლა თევზებით,
მიმტევებელ და თავაზიან მზერით დაითვლის
მზენაკლულ მზერებს, დაუწმენდავ გულის ფესვების.

მაინც.. . რა არის სულისათვის ეს შემოდგომა,
ემოციათა შადრევანის - კვართით შემოსვა...
კრავში ანთებულ ლომ-სიფხიზლის ცერზე შედგომა
და დაღვინების სიდიადის დინჯი შემოსვლა.

უხილავ ოსტატს - უშურველად რომ აზიარებს
ცრემლის და ღიმის საოკებელ ცოდნას მოგვების -
დაედევნება თვალხილული, თავგზა-მზიანი
და სასოებით შეუძახებს: აქ ვარ, მოგყვები!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →