ჩანაწერი
Laravel
კაცი-პოეტი
როცა კაცი - პოეტია,
იფერფლება ფერებად,
სულ ერთია: ყანას თოხნის,
თუ ცას მოეფერება!
ნასათუთებ, თოთო ნერგებს,
თითოს- ღერებ-ღერებად
ცინცხალ კვირტებს შეჰღიმილებს,
ლექსად მოემღერება...
როცა კაცი - პოეტია,
მარჯვე სიტყვის ისრებით,
შემოევლონ ჯადოქრები,
მაგები და მისნები...
ყველას ერთად გადასწონის
დალოცვილი ღვთის ნებით!
იფერფლება ფერებად,
სულ ერთია: ყანას თოხნის,
თუ ცას მოეფერება!
ნასათუთებ, თოთო ნერგებს,
თითოს- ღერებ-ღერებად
ცინცხალ კვირტებს შეჰღიმილებს,
ლექსად მოემღერება...
როცა კაცი - პოეტია,
მარჯვე სიტყვის ისრებით,
შემოევლონ ჯადოქრები,
მაგები და მისნები...
ყველას ერთად გადასწონის
დალოცვილი ღვთის ნებით!
Laravel
კომენტარი
0