შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სხვა დაბრუნება

მიმოვიწმინდე ფარულად ცრემლი,
გამოპარული თვალზე უნებოდ
და დავახვედრე ატეხილ გრიგალს
ცივი გონება...
ვუბრძანე ხელებს აღარკანკალი,
გვერდი ვუქციე უნდო ქარაფებს...
ღმერთო, რაა ეს?!
-- სხვა დაბრუნება!
სევდით გაჟენთილ ღრუბლის ბალიშებს
სხივების სახრე მივცხე და მივცხე....
(..ცაზე მერცხლები ფრენდნენ
გუნდებად...)
და იმ ბალიშის ქულა-ბუმბულებს
ვაშორე ნაცრის უფერო კლიშე...
ვ ა თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე
პოეზიის მტრედის ხუნდებად!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →