შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

შემოქმედს

სამყაროს გვირგვინს დავუდგეთ ფეხზე,
სხვა რამ დიდება - მასთან მტვერია!
იესო, ფეხქვეშ გაგიფენ ლექსებს,
უშენოდ არც რა დამიწერია!
ყოველი წუთი, ყოველი წამი,
შეღამება თუ ცისკრის გალობა,
გულის სიმღერა, თვალთა ცვარ- ნამი,
ესაა მხოლოდ შენი წყალობა!
განცდათა ზღვაში ბევრჯერ ვიწვალე,
ბევრჯერ ამებნა გზა სალოცავის,
ათჯერ შეცდომილს ასჯერ მიწყალე,
ასიათასჯერ შენ დამიცავი!
აჰა, ღელვათა მიქცევ-მოქცევა
წუხილის ლოდებს სადღაც მირიყავს,
ამაოების ქრება გოდება,
იესო, როცა გულში მიზიხარ!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →